Thursday, July 25, 2013

PNC highlight what Rugby should be/PNC–ს საუკეთესო მომენტები, ანუ რა უნდა იყოს რაგბი

I know i've not posted stuff for a while and to be real, I'm not going to post stuff after this, because i've got tons of things going on in my life and sadly enough, i don't have time for blog. But it was impossible not to post this beauty. It has hits, amazing runs and even more amazing tries. Watch it, 10 minutes will be well spent. 

ვიცი, რომ დიდი ხანია აღარაფერი დამიპოსტავს და ალბათ კიდე დიდი ხანი ვერაფერს დავპოსტავ, რადგან დიდად არ მცალია ბლოგისათვის. მიუხედავად ყველაფრისა შეუძლებელი იყო არ დამეპოსტა ეს საოცრება. ძალიან მაგარი ბოჭვები, მაგარი გარბენები და კიდევ უფრო მაგარი ლელოები. უყურეთ და იხალისეთ. სწორად და სასიამოვნოდ დახარჯული 10 წუთი იქნება.
 

Wednesday, February 20, 2013

Keeping up with Top 14 in one post/დავეწიოთ ტოპ 14–ს ერთ პოსტში

Because of many reasons I myself wasn't able to follow Top 14 for few weeks. So, as I am trying to catch up with it, let us all enjoy the highlights after the week 15. Yet again, credit goes to "lelostream"!

უამრავი მიზეზის გამო ვეღარ ვახერხებდი ტოპ14–ის ყურებას უკანასკნელი კვირების განმვალობაში. სწორედ ამიტომ, ახლა ვაპირებ რომ წამოვეწიო და თქვენც გაგიზიაროთ თითოეული მატჩის საუკეთესო მომენტები მე–15 კვირის შემდეგ. დიდი მადლობა  "lelostream"–ს მათი ატვირთვისათვის.






Thursday, January 24, 2013

Huge Rugby Hits – 8/რაგბის უშველებელი ბოჭვები – 8


Last month I showed you "Big Hits 18" video by Guetteba who has very nice hits video compilations.
eoin900 isn't much worse and in fact he may be better. I really loved this video, big hits from SuperXV are always the best.


წინა თვეში განახეთ გუეტებას მიერ გაკეთებული "Big Hits 18". ამ ადამიანს მშვენიერი ვიდეოები აქვს, თუმცა არც eoin900–ის მიერ გაკეთებული კომპილაციებია ნაკლები, შეიძლება უკეთესიცაა. მე ძალიან მომეწონა ეს ვიდეო, ბოჭვები ზერაგბიდან ხომ ყოველთვის საუკეთესოა.


Friday, January 18, 2013

Preweekend news – Georgian Team/შაბათკვირამდელი ახალი ამბები – გაფართოებული რაზმი

Georgian 29 man team for upcoming ENC (Nations Cup). I think Beka Urjukashvili deserves to be in this squad. Maybe with Bakhva Kobakhidze, Ramaz Jinashvili and Saba Nikolava. Other Selections are pretty good in my humble opinion.

1.Davit Zirakashvili
2. Davit Kubriashvili
3. Mikheil Nariashvili
4. Vasil Kakovin
5. Davit Khinchagashvili
6. Revaz Belqania
7. Shalva Mamukashvili
9. Kote Mikautadze
10. Vakhtang Maisuradze
11. Giorgi Chkaidze
12. Mamuka Gorgodze
13. Victor Kolelishvili
14. Dimitri Basilaia
15. Shalva Sutiashvili
16. Beqa Bitsadze
17. Giorgi Begadze
18. Vazha Khutsishvili
19. Merab Kvirikashvili
20. Lasha Khmaladze
21. Merab Shariqadze
22. Davit Katcharava
23. Tedo Zibzibadze
24. Tazo Mchedlidze
25. Irakli Machkhaneli
26. Aleksandre Todua
27. Giorgi Pruidze
28. Beqa Tsiklauri
29. Irakli Khiasashvili


Bonus - Beqa Urjukashvili highlights


საქართველოს 29 კაციანი გაფართოებული რაზმი. მემგონი ბექა ურჯუკაშვილი იმსახურებს ამ გუნდში ყოფნას. რამაზ ჯინაშვილთან, ბახვა კობახიძესთან და საბა ნიკოლავასთან ერთად. არ ვამბობ, რომ ეს ბიჭები აუცილებლად ნაკრების 23 კაციან რაზმში უნდა მოხვდნენ, თუმცა გაფართოებულ შემადგენლობაში ყოფნას ჩემი მოკრძალებული აზრით იმსახურებენ.

1. დავით ზირაქაშვილი
2. დავით ქუბრიაშვილი
3. მიხეილ ნარიაშვილი
4. ვასო კაკოვინი
5. დავით ხინჩაგაშვილი
6. რევაზ ბელქანია
7. შალვა მამუკაშვილი
8. კოტე მიქაუტაძე
9. გიორგი ჩხაიძე
10. ვახტანგ მაისურაძე
11. ლაშა ლომიძე
12. მამუკა გორგოძე
13. ვიტო კოლელიშვილი
14. დიმა ბასილაია
15. შალვა სუთიაშვილი
16. ბექა ბიწაძე
17. გიორგი ბეგაძე
18. ვაჯა ხუციშვილი
19. მერაბ კვირიკაშვილი
20. ლაშა ხმალაძე
21. მერაბ შარიქაძე
22. თედო ზიბზიბაძე
23. დავით კაჭარავა
24. თაზო მჭედლიძე
25. ირაკლი მაჩხანელი
26. სანდრო თოდუა
27. გიორგი ფრუიძე
28. ბექა წიკლაური
29. ირაკლი ყიასაშვილი

ბონუსი – ბექა ურჯუკაშვილის საკლუბო და სანაკრებო საუკეთესო მომენტების კრებული

Thursday, January 17, 2013

Best international tries 2008-2012/საუკეთესო ტესტ ლელოები 2008–2012

About week ago I showed you two videos of "best tries of 2012". As you may already know, every year IRB has competition "Best try of the year" where they choose from about 15-20 tries and declare one of them as "Best". In 2012 it was Habanas try against New Zealand, in 2010 Chris Ashton try agains Australia (100 m) and etc. Of course you'll see both of them in this video, plus three more magnificent tries. Please enjoy!

P.S. IMHO best one of these tries in Jaque Fourie try against British and Irish Lions.


ერთი კვირის წინ მე განახეთ ორი "2012 წლის საუკეთესო ლელოები"–ს ვიდეო. უკვე შეიძლება იცოდეთ, რომ საერთაშორისო რაგბის საბჭო ყოველ წელს აცხადებს "წლის საუკეთესო ლელოს", რომელსაც არჩევს დაახლოებით 15–20 კანდიდატიდან. 2012 წელს ეს ტიტული ზელანდიის წინააღგმდეგ ჰაბანას დადებულმა ლელომ მოიპოვა. 2010–ში ქრის ეშტონის 100 მეტრიანმა ლელომ, ავსტრალიის წინააღგმდეგ. რა თქმა უნდა თქვენ იხილავთ ორივე მათგანს, პლიუს სამ შესანიშნავ ლელოს.

P.S. ჩემთვის ამ ლელოთაგან საუკეთესო ჯაკ ფურის (აფრიკა) ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღგმდეგ დადებული ლელოა (2009).


Sunday, January 13, 2013

Hits #18/ბოჭვები #18

There are quite a few hit's series all over the web and this one is one of the best. I am sure you've all seen previous ones (as you're checking out rugby blog), but this one is must see. Hits are big (and most of them legal), music is legendary and editing is magnificent. Enjoy!!!

ინტერნეტში არც თუ ისე ცოტა ბოჭვების ვიდეოა და ეს ერთ-ერთი საუკეთესოა. დარწმუნებული ვარ წინა ნაწილები ნანახი გექნებათ (რადგან რაგბის შესახებ ბლოგზე ხართ შემოსულები), თუმცა ესეც აუცილებლად უნდა იხილოთ. მაგარი ბოჭვებია (და უმეტესობა წესების დაცვით), მუსიკა მშვენივრად აზის და ვიდეოს ხარისხიც არანაკლებია!


Friday, January 11, 2013

International tries of 2012 – part2/2012 წლის საერთაშორისო ტესტებში დადებული ლელოები – მე–2 ნაწილი

Here comes another very good test try compilation from year 2012.  Truth to be told first video had some magnificent tries, with magnificent camera views, but this one has more tries, and some of them are far better than ones concluded in video by Maxfortyone. First one was great, second is better! 

აი, 2012 წელს სანაკრებო დონეზე დადებული ლელოების მეორე კრებული. სიმართლე ითქვას, პირველ ვიდეოში მშვენიერი ლელოებია, მშვენივრად გადაღებული მომენტებით, თუმცა ეს ვიდეო შეიცავს მეტ ლელოს და ზოგიერთი მათგანი ბევრად უკეთესია ვიდრე Maxfortyone-ს ვიდეოში შეტანილი ლელოები. მოკლედ, პირველი ვიდეო  შესანიშნავი იყო, მეორე უკეთესია!


Best International test tries of 2012/2012 წლის საერთაშორისო ტესტების საუკეთესო ლელოები

Everyone who loves Rugby and uses "Youtube" knows two nicknames "Guetteba" and "Maxfortyone". These two, in my humble opinion, are the best Rugby video makers in the world. Lately both of them were doing more "hits" videos, than "Try" videos, so I was waiting for good try compilation and got it from MAX(41)!!!
This is very good compilation of year 2012 test tries. Enjoy!

ყველას ვისაც უყვარს რაგბი და ხმარობს "Youtube"–ს აუცილებლად ეცოდინება ორი ზედმეტსახელი "Guetteba" და "Maxfortyone". ეს ორი, ჩემის მოკრძალებულის აზრით, არიან საუკეთესო ვიდეოების შემქმნელები რაგბის თემატიკაზე. ამ ბოლო დროს ორივე მათგანი უფრო ხშირად ბოჭვების კომპილაციებს აკეთებდნენ და არა ლელოების, შესაბამისად მე ველოდი ლელოების ერთ დიდ ვიდეოს და მაქს(41)მაც არ დააყოვნა. 
ძალზედ კარგი კრებულია 2012 წლის საერთაშორისო ტესტებისას დადებული ლელოების. ისიამოვნეთ!



Monday, December 31, 2012

G. I./ჯი აი

Greg Inglis was born in 15th January of 1987, in Kempsey (NSW), Australia, but that's not what I am going to talk about. I ain't going to mention any other thing from his bio, except clubs he plays and played for. What I am going to mention is that G.I. is an absolute monster and nobody can stop him. He is 195 tall, 110 KG and runs as fast as any other player in League. He can side–step you, if you don't fall it, he can fend you, if you are exceptional defender and withstand his fend, he'll just run over you, topple you, destroy you. He is one scary cunt, but what's even more scary is that he is awfully skillful. Greg can kick infield, kick field-goals, is exceptional under the high ball, at finishing and scores or creates miraculous tries. When you have Inglis in your team, you're almost guaranteed that you'll win. He plays for South Sydney Rabbitohs (in past years played for Storm), Maroons(QLD) State of Origin side, Australian National Rugby League team. He can play on wing, center, fullback, play-maker. He can be anywhere on the field and is simply unstoppable. I don't know anyone in whole Rugby world who makes as much impact as he does. If you don't believe me, I'll show it to you - show way he plays and when you'll see it you'll agree with me... (Check out both videos)
P.S. HAPPY NEW YEAR EVERYBODY AND BEST OF LUCK!!! Let's meet in 2013!


დაიბადა 1987 წლის 15 იანვარს, ქემპსიში (ნსვ), ავსტრალია, მაგრამ ეს არაა ის რაზეც დღეს ვისაუბრებ. მეტიც, მე მეტს არაფერს ვახსენებ მისი ბიოგრაფიიდან, გარდა იმ კლუბებისა რომელშიც იგი თამაშობს და თამაშობდა. რასაც ვიტყვი, არის ის, რომ "ჯი–აი" მონსტრია  და არავის ძალუძს მისი შეჩერება. 196 სმ სიმაღლის, 110 კილოგრამი წონის და  უსწრაფესი. მას შეუძლია "დაგფინტოს", თუ ცრუ მოძრაობით ვერ გაგცდა, ხელით მოგიცილებს, თუ შენ ძალიან მაგარი ხარ დაცვაში და ხელითაც ვერ მოგიცილა, უბრალოდ გადაგირბენს, დაგაბიჯებს და გაგანადგურებს. ინგლისი ერთი საშიში ნაბი*ვარია, მაგრამ იგი უფრო საშიში ხდება, როდესაც დავინახავთ თუ როგორი დახელოვნებულია იმაში რასაც აკეთებს. მას შეუძლია გაიტანოს არეკნები, მშვენივრად ურტყავს მოედანში, ძალიან მაგარია მაღალი ბურთის აღებისას, ლელოების დადებისას და არც თუ იშვიათად სასწაულებრივ ლელოებსაც დებს, ან/და ქმნის. როდესაც ინგლისი გყავს გუნდში, გამარჯვება თითქმის გარანტირებულია. ამჟამად იგი თამაშობს სამხრეთ სიდნეის რაბიტოჰზში (წინა წლებში "შტორმის" ღირსებას იცავდა), წითლებში (ქუინსლენდის "სთეით ოფ ორიჯინ" გუნდი), ავსტრალიის ნაკრებში. მას შეუძლია ითამაშოს ფრთაზე, ცენტრში, ფულბეკად, გამთამაშებლად, მეორე გამთამაშებლად და ყველგან სხვაგან მოედანზე საკუთარი ზომიდან და მონაცემებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციაზეა – მოედანზე გრეგი უბრალოდ შეუჩერებელია. მე არ ვიცი სხვა მოთამაშე, ვინც ისეთ გავლენას ახდენს თამაშზე და მის შედეგზე, როგორსაც გრეგ ინგლისი. თუ ჩემი არ გჯერათ, მე ამას განახებთ – განახებთ, თუ როგორ თამაშობს "ჯი–აი" და თქვენ იძულებულები იქნებით დამეთანხმოთ... (იხილეთ ორივე ვიდეო)
P.S. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!!! შევხვდებით 2013–ში!




Bonus/ბონუსი

Saturday, December 29, 2012

Preweekend Fends/შაბათკვირამდელი "რუჩკები"

Best fends video on youtube! ! ! !
For me good fend is one of the best sights in Rugby. I was more than happy when I found this video and decided to share it with you. At some point you'll see Georgian monster - Mamuka Gorgodze. Watch and enjoy !!!

საუკეთესო "რუჩკების" ვიდეო, იუთუბზე!
პირადად ჩემთვის მოწინააღგმდეგის ხელით, ან კონტაქტით მოშორება (ე.წ. "რუჩკა", ან "კონტაქტი") რაგბის ერთ-ერთი უსანახაობრივესი ნაწილია. ბედნიერზე ბედნიერი ვიყავი, როდესაც ეს ვიდეო ვიპოვნე და უმალ გაგიზიარებთ მას. არის მამუკა გორგოძის მშვენიერი მომენტებიც. უყურეთ და ისიამოვნეთ !!!

Monday, December 24, 2012

Ben Barba/ბენ ბარბა

NRL Season is about two months away. I want you to know some of my favorite NRL players. Here comes the first one - BEN BARBA!

Some People are just born to be special and he is one of them. Born in Darwin, Australia,  June 13th of 1989 (On the day I was born, just one year earlier) he was raised as footballer and played his first game at the age of 18 in 2008, losing three of his first grade games, while scoring just one try. Some people believed it was little too early for talented kid to play first grade, as he played four games and scored just one try in 2009 too. but not for long...
In 2010 he played 21 games for his club (crap, I forgot to mention he is a BULLDOG, same club Sonny Bill Williams played for) and scored 15 tries. His true rise was in year 2011 when he was one of the leaders of the team, scoring and setting up tons of tries and creating some scintillating runs. He scored 23 tries (his best record so far) and was claimed as "The best" by quite a few. Bens performance in 2012 was equally good, leading his team into the final (and sadly, losing it) and scoring 21 tries.
It's amazing that he has yet to play State of Origin, but this is mainly because of Billy Slater (another League great, who plays on same position, #1 - fullback, you'll get to know him later). Let's watch some of the highlights from Benny. I am sure, you'll be amazed!


NRL–ის სეზონის დაწყებამდე ორიოდ თვეა დარჩენილი და მე მინდა გაგაცნოთ ჩემი ფავორიტი ცამეტკაცას მოთამაშეები.  პირველი – ბენ ბარბაა! ! !

ზოგი ადამიანი იბადება იმისათვის, რომ იყოს განსაკუთრებული – ბენი ერთ–ერთი მათგანია. დაბადებული ავსტრალიაში, ქალაქ დარვინში, 1989 წლის 13 ივნისს (ზუსტად ჩემ დაბადებისდღეზე, ოღონდ ერთი წლით გვიან) ბავშვობიდან იზრდებოდა როგორც მორაგბე. 
პირველი უმაღლესი დონის თამაში ითამაშა 18 წლის ასაკში 2008 წელს. სტარტი არც ისეთი კარგი ჰქონდა – 2008–ში სამი ითამაშა და ერთი ლელო დადო. 2009–ში ოთხი ითამაშა და ასევე ერთი ლელო დადო. ზოგი თვლიდა რომ მისთვის ადრე იყო უმაღლეს დონეზე თამაში, თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. 2010 წელს მან საკუთარი კლუბის (დამავიწყდა აღმენიშნა, რომ იგი "ბულდოგზში" თამაშობს, ზუსტად იმ გუნდში სადაც სონი ბილ ვილიამსი თამაშობდა) მაისური 21–ჯერ მოირგო და 15 ლელო დადო. 
მისი ნამდვილი აღზევება 2011 წელს მოხდა, როდესაც იგი გუნდის ერთ–ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, უამრავი ლელო შექმნა 23 თავად დადო (რაც მისი პერსონალური რეკორდია). არც თუ ისე ცოტა ადამიანი უკვე იმაზეც საუბრობდა, რომ იგი საუკეთესო იყო, საუკეთესოთა შორის. 2012 წლის სეზონი მან ანალოგიურ დონეზე ჩაატარა, "ბულდოგზის" ფინალში გასვლაში მისი ლომის წილი იყო, თუმცა სამწუხაროდ მათ ეს თამაში "შტორმთან" წააგეს.
გასაკვირია, რომ მას ჯერ–ჯერობით არ უთამაშია არც ნაკრებში და არც "სთეით ოფ ორიჯინი", თუმცა ეს ძირითადად ბილი სლეითერის (13 კაცას ცოცხალი და მოქმედი ლეგენდის "დამსახურებაა", რომელიც მის პოზიციაზე თამაშობს - ფულბეკია, ანუ #1 ცამეტკაცაში). მოდით ვიხილოთ მისი საუკეთესო მომენტები, დარწმუნებული ვარ გაოცდებით! 






Monday, December 17, 2012

The Weight of a Nation/ერის წონა

At last! Full documentary about All Blacks campaign. I've not watched it myself, so you'll read my thoughts about it after I do so... Till then - please enjoy this epic documentary!

როგორც იქნა! გამოვიდა სრული დოკუმენტური ფილმი "ოლბლექსის" შესახებ. ჯერ-ჯერობით მეთითონაც არ მინახავს, შესაბამისად ჩემ აზრ(ებ)ს ფილმის შესახებ მაგ სიკეთის ჩადენის შემდგომ გაგიზიარებთ. მანამდე - უყურეთ ამ უდაოდ საინტერესო დოკუმენტურ ფილმს!

Sunday, December 16, 2012

Fight for life/ბრძოლა სიცოცხლისათვის

"Fight for life" is annual charity boxing matches in which Union and League stars compete against each other. 
For now I want to present you three full matches: Ranger vs Bird, Hika Elliot vs Paul Gallen and Murrey vs Vatuvei. There were more boxing matches and I'll show them to you after they'll be up on youtube.

"ბრძოლა სიცოცხლისათვის" ყოველწლიური ბოქსის შეჯიბრია, რომელშიც რაგბის და ლიგის ვარსკვლავები ქველმოქმედების მიზნით ეჯიბრებიან ერთმანეთს. ამ ეტაპზე წარმოგინდენთ სამ სრულ ჩხუბს: რეინჯერი ბერდის წინააღგმდეგ, ელიოტი გალენის წინააღგმდეგ და მარი ვატუვეის წინააღგმდეგ. სხვა მატჩებსაც დავდებ ეგრევე, როგორც კი დაიდება იუთუბზე.




P.S. Heiniken Cup matches and highlights are coming soon!
P.S. ჰეინიკენის თასის სრული მატჩები და ჰაილაითები მალე დაიდება!

Wednesday, December 12, 2012

Faster than everyone?/ყველაზე სწრაფი?

He's playing rugby for less than half an year, four months or so. 23 years old Carlin Isles plays for US 7s team and may be worlds fastest Rugby player as he was competing on track to participate in Olympics. Carlin was in top 40 US Sprinters. Just check out his amazing pace and with what ease he runs past pretty fast sevens players!!!


ნახევარ წელიწადზე ნაკლები, სულ რაღაც ოთხი თვეა რაც იგი რაგბს თამაშობს. 23 წლის კარლინ აისლესი ამერიკის შეერთებული შტატების შვიდკაცა გუნდში თამაშობს და სავარაუდოდ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მორაგბეა. იგი წლების მანძილზე ბილიკზე დარბოდა და ამერიკის 40 ყველაზე სწრაფ სპრინტერშიც შედის. უბრალოდ იხილეთ მისი საოცარი სისწრაფე და თუ რა ადვილად შემოურბინა (თან არაერთხელ) შვიდკაცას  არც თუ ისე ნელ მოთამაშეებს.


Bonus: SA Sevens - Seven of the best tries/ბონუსი - სამხრეთ აფრიკის შვიდკაცობის 7 საუკეთესო ლელო

Thursday, December 6, 2012

Preweekend news - League Highlights/შუაკვირის ამბები - ცამეტკაცას საუკეთესო მომენტები

As people who read, or just check out my blog must have already noticed, I always keep promises. On the very first day when blog was created I vowed that promoting Rugby League in Georgia will be one of it's main trends, so here I am with best tries of NRL season 2012. 

Believe me, you have seen nothing like this ever before, even if you are die hard Rugby Union fan. So prepare to enjoy (and not criticize) Rugby League and watch this spectacular video. 


ხალხი რომელიც კითხულობს, ან უბრალოდ ამოწმებს ჩემს ბლოგს, შეამჩნევდა რომ დანაპირებს მუდამ ვასრულებ. ბლოგის შექმნის პირველ დღეს პირობა დავდე, რომ შევეცდები პოპულარიზაცია გავუწიო ცამეტკაცა რაგბს და შესაბამისად ვდებ 2012 წლის ნაციონალური რაგბი ლიგის (ავსტრალიის ლიგა + 1 ზელანდიური გუნდი) საუკეთესო მომენტებს. 

მერწმუნეთ, ასეთი თქვენ არაფერი გინახავთ თუნდაც წლობით ადევნებდეთ რაგბს თვალს. ასე რომ მოემზადეთ და ისიამოვნეთ ცამეტკაცა რაგბით... 



Tuesday, December 4, 2012

England vs NZ; Wales vs Australia FULL MATCHES/სრული თამაშები: ინგლისი - ზელანდია; უელსი ავსტრალია

Here come full matches as I promised earlier. Credit to the youtube channel "Ragbis Fanebi".

ესეც სრული მატჩები, როგორც ადრე დაგპირდით. დიდი მადლობა იუთუბის გვერდ "რაგბის ფანები"-ს.




Bonus-Autumn Internationals highlights/ბონუსი - შემოდგომის საერთაშორისო ტესტ მატჩების საუკეთესო მომენტები

Folau/ფალაუ

In year 2012 Rugby Union lost SBW and will probably  lose Quade Cooper. These two big names will bring popularity, flare, magic and most importantly – viewers to Rugby League, but Australian Rugby Union isn't that easy. NSW Waratahs (Super Rugby side) signed former Melbourne Storm (NRL side) star Israel FALAU!!!

This beast started his pro career as Rugby player at the age of 18 and in the debut season crushed all records, scored 21 tries, became Australian young performer of the year, rookie of the year and etc. During his 3 year League career he played for Queensland Origin side, Australian national side and even played world cup for them. He is the player who makes amazing impact on the game when he's on the field and attracts off-field media attention. He is just like SBW, only younger, and plays wing. This 23 years old 1.95 and 105 KG-s giant, who can run 100 m in under 11 seconds, will be lethal weapon for Waratahs. He can play wing, center and dammit he even can play fullback. Just because of this transfer I consider Tahs as the main contenders for SuperRugby title.

Before year 2013 only "Izzy" in Rugby was Israel Dagg (AB Fullback), next year we'll have ISRAEL "Izzy" FOLAU and believe me, he'll make bigger impact on games than any other player.

For now you can watch his debut season highlights, all 21 tries (in 23 games), his interview and wait for exciting SuperRugby season.


2012–ში რაგბმა სონი–ბილ ვილიამსი დაკარგა და მას სავარაუდოდ ქუეიდ კუპერიც მიყვება. ეს ორი მოთამაშე პოპულარობას, მაგიურ მომენტებს და რაც მთავარია მაყურებელს 13 კაცა რაგბს მოუტანს. თუმცა ავსტრალიის რაგბის კავშირი არც ისეთი ჯაბანია როგორიც ბევრს ეგონა. ვორათაზმა (ზე–რაგბის ერთ–ერთმა მონაწილემ) გააფორმა კონტრაქტი მელბურნის "სტორმის" (13 კაცას გუნდი) ერთ–ერთ ყოფილ მოთამაშე – იზრაელ ფალაუსთან!!!

ამ არაადამიანმა რაგბის პროფესიონალური კარიერა დაიწყო 18 წლის ასაკში და სადებიუტო სეზონში ყველანაირი რეკორდი დაამხო: დადო 21 ლელო, გახდა ავსტრალიის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე, საუკეთესო ახალბედა მოთამაშე და ა.შ. 13 კაცა რაგბის სამ წლიან კარიერაში მოასწრო და ითამაშა ქვინსლენდის "ორიჯინ"–ის გუნდში, ავსტრალიის ნაკრებში და მეტიც, ითამაშა 2008 წლის მსოფლიო თასზე. იზრაელი არის მოთამაშე რომელიც საოცარ გავლენას ახდენს თამაშის შედეგზე, როდესაც მოედანზე, ხოლო მოედანს გარეთ იზიდავს ჟურნალისტებისა და მაყურებლების ინტერესს. იგი არის სონი–ბილ ვილიამსი, ოღონდ უფრო ახალგაზრდაა და ფრთაზე თამაშობს. ეს 23 წლის, 1.95 სმ სიმაღლის, 105 კილო წონის გიგანტი, რომელსაც შეუძლია 100 მეტრის 11 წამში გარბენა მომაკვდინებელი იარაღი იქნება ვორათაზის მწვრთნელების ხელში. იზრაელს შეუძლია ითამაშოს ფრთაზე, ცენტრში და ფულბექად. მხოლოდ იმიტომ, რომ ვორათაზმა მასთან გააფორმა კონტრაქტი, ამ გუნდს პირადად მე ზერაგბის ტიტულის მოგების უმთავრეს კანდიდატად მივიჩნევ.

2013 წლამდე რაგბში ერთადერთი "იზი" იზრაელ დეგი იყო, მომავალი წლიდან კი ჩვენ გვეყოლება იზრაელ "იზი" ფალაუ და დამიჯერეთ, იგი თამაშების შედეგებზე უდიდეს გავლენას მოახდენს.

ამჟამად კი უყურეთ მისი სადებიუტო სეზონის საუკეთესო მომენტებს, იხილეთ მისი ოცდაერთივე ლელო (23 თამაშიდან), იხილეთ ინტერვიუ და დაელოდეთ ამაღელვებელ ზერაგბის სეზონს!!!



Sunday, December 2, 2012

Nathan Sharp almost got it!/ნათან შარპმა თითქმის გაიტანა

Nathan Sharp almost got one and only kick of his carrier right, when he tried to convert Curtley Beales last minute try against Wales. Game itself was massive penalty fest, but last minute of it brought smile of joy on the faces of many as score was 12:14 in favor of Ozzies and big man Nathan tried to nail his first ever kick for goal. Wales vs Australia game is often last ever for the great players. Last year Shane Williams finished his international and Welsh carrier, This year Nathan Sharp !!! 

Best wishes for him and his family. You can check out last minute try and his conversion attempt at the end of this post.

ნეითენ შარპმა თითქმის გაიტანა კარიერის მანძილზე ერთადერთი დარტყმა კარისკენ, როდესაც მან სცადა გარდაესახა ქერთლი ბილის მიერ ბოლო წუთზე დადებული ლელო. თითონ თამაში ჯარიმების ფესტივალი იყო, თუმა მისმა ბოლო წუთმა ბევრ ადამიანს მოჰგვარა სახეზე ღიმილი. ავსტრალიის მიერ დადებული ლელოს შემდეგ ანგარიში 12:14 იყო მათ სასარგებლოდ, როდესაც დიდმა კაცმა, ნათან შარპმა სცადა გაეტანა თავისი პირველი გარდასახვა. უელსი ავსტრალიის დაპირისპირება ხშირადაა ბოლო თამაში დიდი მორაგბეებისათვის. შარშან შეინ ვილიამსმა დაასრულა საერთაშორისო და უელსური კარიერა, წელს კი ნათანმა !!!

ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მას და მის ოჯახს, თქვენ კი შეგიძლიათ იხილოთ ბოლო წუთზე დადებული ლელო და შარპის მიერ განხორციელებული გარდასახვის მცდელობა.

Best game of the year/წლის საუკეთესო თამაში

End of year tour matches are always fun to watch. South hemisphere vs North Hemisphere, Skill vs Power and etc. Year 2012, as previous ones was dominated by south hemisphere. All three giants - All Blacks, SA and Australia had unbeaten record on the tour and of course going into the last match of the season for AB, most of the people thought that they would win by quite a margin. I think only ones who wouldn't agree were    English Rugby players and fans.

First half of the game was intense, handling quality was quite low and only way both teams tried to gain points was penalty goals. NZ failed, England succeeded four times, so score was 12:0. Start of the second half was pretty much the same - England got one penalty 15:0, but game went rampant after that. I can't describe with words what happened than, only thing I am left to do is to show you extended highlights of the match, so here you go.

წლის ბოლო ტურის მატჩები ყოველთვის სახალისო საყურებელია. სამხრეთ ნახევარსფერო ჩრდილოეთის წინააღგმდეგ, ოსტატობა ძალის წინააღგმდეგ და ა.შ. 2012-ში, ისევე როგორც წინა წლებში სამხრეთი ნახევარსფერო დომინირებდა. სამივე გიგანტი - ზელანდია, აფრიკა და ავსტრალია წაუგებელ ტურს ატარებდნენ, ასე რომ, ინგლისთან მატჩში შავები უდაო ფავორიტებად იყვნენ მიჩნეულები. ჩემი აზრით, ერთადერთი ვინც სხვაგვარად ფიქრობდა ინგლისელი მორაგბეები და მათი მხარდამჭერები იყვნენ.

თამაშის პირველი ნახევარი იყო ძალზედ დაძაბული, თუმცა ერთადერთი გზა რითიც ორივე გუნდმა ქულების მოპოვება სცადა იყო საჯარიმო დარტყმები. შავებმა ააცილეს, ხოლო ინგლისმა კი ოთხი გაიტანა და პირველი ნახევრის მერე ანგარიში - 12:0 დააფიქსირეს. მეორე ნახევარიც ანალოგიურად დაიწყო, ინგლისმა გაიტანა ჯარიმა და ანგარიში 15:0 გახდა, მაგრამ თამაში სწორედ ამის შემდგომ გაჩაღდა. სიტყვებით ვერ ავღწერ რა მოხდა შემდეგ, ერთადერთი რაც დამრჩა არის ის, რომ განახოთ გახანგრძლივებული "საუკეთესო მომენტები" თამაშიდან -



P.S. Full matches coming soon/სრული მატჩებიც მალე დაიდება

Thursday, November 29, 2012

Player of the year/წლის საუკეთესო მორაგბე

I am sure, you'll not be surprised if I told you that there are two NZ players in the "IRB player of the year" nominees and for sure, you'll not be surprised while hearing these names : Richie McCaw and Dan Carter. I've got nothing to say about this, everything is pretty much clear.

For the third consecutive time one of the nominees is player who graduated from JRWC - Owen Farrell. As we all know he is the son of the England backs coach. Fourth nominee is the one who in my opinion deserves title most - Frederic Michalak. He is the player who got Sharks to Super Rugby competition final, than had magnificent season with Toulouse and French national side. Mercurial fly-half (or scrum-half he can be both) is back on his top form. Share your opinions on who deserves title most.


დარწმუნებული ვარ არ გაგიკვირდებათ რომ "წლის საუკეთესო მოთამაშის ოთხი კანდიდატიდან ორი ზელანდიელია. იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ გაოცება არც მათი სახელების გაგებისას დაგეუფლებათ – რიჩი მაქქოუ და დენიელ კარტერი. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, ყველაფერი ნათელია.

ზედიზედ მესამედ ერთ–ერთი ნომინანტი არის რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის ყოფილი წარმომადგენელი – ოუენ ფარელი, რომელიც ინგლისის უკანახაზის მწვრთნელის შვილია. მეოთხე და ჩემი მოკრძალებული აზრით ტიტულის ღირსი მოთამაშე ფრედრიკ მიშალაკია. ადამიანი, რომელმაც "შარკსი" ზერაგბის ფინალში გაიყვანა, ახლა კი შესანიშნავ სეზონს ატარებს ტულუზაშიც და ეროვნულ გუნდშიც. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იმსახურებს ამ ტიტულს ყველაზე მეტად.

My choice/ჩემი ფავორიტი: