Monday, December 31, 2012

G. I./ჯი აი

Greg Inglis was born in 15th January of 1987, in Kempsey (NSW), Australia, but that's not what I am going to talk about. I ain't going to mention any other thing from his bio, except clubs he plays and played for. What I am going to mention is that G.I. is an absolute monster and nobody can stop him. He is 195 tall, 110 KG and runs as fast as any other player in League. He can side–step you, if you don't fall it, he can fend you, if you are exceptional defender and withstand his fend, he'll just run over you, topple you, destroy you. He is one scary cunt, but what's even more scary is that he is awfully skillful. Greg can kick infield, kick field-goals, is exceptional under the high ball, at finishing and scores or creates miraculous tries. When you have Inglis in your team, you're almost guaranteed that you'll win. He plays for South Sydney Rabbitohs (in past years played for Storm), Maroons(QLD) State of Origin side, Australian National Rugby League team. He can play on wing, center, fullback, play-maker. He can be anywhere on the field and is simply unstoppable. I don't know anyone in whole Rugby world who makes as much impact as he does. If you don't believe me, I'll show it to you - show way he plays and when you'll see it you'll agree with me... (Check out both videos)
P.S. HAPPY NEW YEAR EVERYBODY AND BEST OF LUCK!!! Let's meet in 2013!


დაიბადა 1987 წლის 15 იანვარს, ქემპსიში (ნსვ), ავსტრალია, მაგრამ ეს არაა ის რაზეც დღეს ვისაუბრებ. მეტიც, მე მეტს არაფერს ვახსენებ მისი ბიოგრაფიიდან, გარდა იმ კლუბებისა რომელშიც იგი თამაშობს და თამაშობდა. რასაც ვიტყვი, არის ის, რომ "ჯი–აი" მონსტრია  და არავის ძალუძს მისი შეჩერება. 196 სმ სიმაღლის, 110 კილოგრამი წონის და  უსწრაფესი. მას შეუძლია "დაგფინტოს", თუ ცრუ მოძრაობით ვერ გაგცდა, ხელით მოგიცილებს, თუ შენ ძალიან მაგარი ხარ დაცვაში და ხელითაც ვერ მოგიცილა, უბრალოდ გადაგირბენს, დაგაბიჯებს და გაგანადგურებს. ინგლისი ერთი საშიში ნაბი*ვარია, მაგრამ იგი უფრო საშიში ხდება, როდესაც დავინახავთ თუ როგორი დახელოვნებულია იმაში რასაც აკეთებს. მას შეუძლია გაიტანოს არეკნები, მშვენივრად ურტყავს მოედანში, ძალიან მაგარია მაღალი ბურთის აღებისას, ლელოების დადებისას და არც თუ იშვიათად სასწაულებრივ ლელოებსაც დებს, ან/და ქმნის. როდესაც ინგლისი გყავს გუნდში, გამარჯვება თითქმის გარანტირებულია. ამჟამად იგი თამაშობს სამხრეთ სიდნეის რაბიტოჰზში (წინა წლებში "შტორმის" ღირსებას იცავდა), წითლებში (ქუინსლენდის "სთეით ოფ ორიჯინ" გუნდი), ავსტრალიის ნაკრებში. მას შეუძლია ითამაშოს ფრთაზე, ცენტრში, ფულბეკად, გამთამაშებლად, მეორე გამთამაშებლად და ყველგან სხვაგან მოედანზე საკუთარი ზომიდან და მონაცემებიდან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, თუ რა პოზიციაზეა – მოედანზე გრეგი უბრალოდ შეუჩერებელია. მე არ ვიცი სხვა მოთამაშე, ვინც ისეთ გავლენას ახდენს თამაშზე და მის შედეგზე, როგორსაც გრეგ ინგლისი. თუ ჩემი არ გჯერათ, მე ამას განახებთ – განახებთ, თუ როგორ თამაშობს "ჯი–აი" და თქვენ იძულებულები იქნებით დამეთანხმოთ... (იხილეთ ორივე ვიდეო)
P.S. დამდეგ ახალ წელს გილოცავთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!!! შევხვდებით 2013–ში!




Bonus/ბონუსი

Saturday, December 29, 2012

Preweekend Fends/შაბათკვირამდელი "რუჩკები"

Best fends video on youtube! ! ! !
For me good fend is one of the best sights in Rugby. I was more than happy when I found this video and decided to share it with you. At some point you'll see Georgian monster - Mamuka Gorgodze. Watch and enjoy !!!

საუკეთესო "რუჩკების" ვიდეო, იუთუბზე!
პირადად ჩემთვის მოწინააღგმდეგის ხელით, ან კონტაქტით მოშორება (ე.წ. "რუჩკა", ან "კონტაქტი") რაგბის ერთ-ერთი უსანახაობრივესი ნაწილია. ბედნიერზე ბედნიერი ვიყავი, როდესაც ეს ვიდეო ვიპოვნე და უმალ გაგიზიარებთ მას. არის მამუკა გორგოძის მშვენიერი მომენტებიც. უყურეთ და ისიამოვნეთ !!!

Monday, December 24, 2012

Ben Barba/ბენ ბარბა

NRL Season is about two months away. I want you to know some of my favorite NRL players. Here comes the first one - BEN BARBA!

Some People are just born to be special and he is one of them. Born in Darwin, Australia,  June 13th of 1989 (On the day I was born, just one year earlier) he was raised as footballer and played his first game at the age of 18 in 2008, losing three of his first grade games, while scoring just one try. Some people believed it was little too early for talented kid to play first grade, as he played four games and scored just one try in 2009 too. but not for long...
In 2010 he played 21 games for his club (crap, I forgot to mention he is a BULLDOG, same club Sonny Bill Williams played for) and scored 15 tries. His true rise was in year 2011 when he was one of the leaders of the team, scoring and setting up tons of tries and creating some scintillating runs. He scored 23 tries (his best record so far) and was claimed as "The best" by quite a few. Bens performance in 2012 was equally good, leading his team into the final (and sadly, losing it) and scoring 21 tries.
It's amazing that he has yet to play State of Origin, but this is mainly because of Billy Slater (another League great, who plays on same position, #1 - fullback, you'll get to know him later). Let's watch some of the highlights from Benny. I am sure, you'll be amazed!


NRL–ის სეზონის დაწყებამდე ორიოდ თვეა დარჩენილი და მე მინდა გაგაცნოთ ჩემი ფავორიტი ცამეტკაცას მოთამაშეები.  პირველი – ბენ ბარბაა! ! !

ზოგი ადამიანი იბადება იმისათვის, რომ იყოს განსაკუთრებული – ბენი ერთ–ერთი მათგანია. დაბადებული ავსტრალიაში, ქალაქ დარვინში, 1989 წლის 13 ივნისს (ზუსტად ჩემ დაბადებისდღეზე, ოღონდ ერთი წლით გვიან) ბავშვობიდან იზრდებოდა როგორც მორაგბე. 
პირველი უმაღლესი დონის თამაში ითამაშა 18 წლის ასაკში 2008 წელს. სტარტი არც ისეთი კარგი ჰქონდა – 2008–ში სამი ითამაშა და ერთი ლელო დადო. 2009–ში ოთხი ითამაშა და ასევე ერთი ლელო დადო. ზოგი თვლიდა რომ მისთვის ადრე იყო უმაღლეს დონეზე თამაში, თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. 2010 წელს მან საკუთარი კლუბის (დამავიწყდა აღმენიშნა, რომ იგი "ბულდოგზში" თამაშობს, ზუსტად იმ გუნდში სადაც სონი ბილ ვილიამსი თამაშობდა) მაისური 21–ჯერ მოირგო და 15 ლელო დადო. 
მისი ნამდვილი აღზევება 2011 წელს მოხდა, როდესაც იგი გუნდის ერთ–ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, უამრავი ლელო შექმნა 23 თავად დადო (რაც მისი პერსონალური რეკორდია). არც თუ ისე ცოტა ადამიანი უკვე იმაზეც საუბრობდა, რომ იგი საუკეთესო იყო, საუკეთესოთა შორის. 2012 წლის სეზონი მან ანალოგიურ დონეზე ჩაატარა, "ბულდოგზის" ფინალში გასვლაში მისი ლომის წილი იყო, თუმცა სამწუხაროდ მათ ეს თამაში "შტორმთან" წააგეს.
გასაკვირია, რომ მას ჯერ–ჯერობით არ უთამაშია არც ნაკრებში და არც "სთეით ოფ ორიჯინი", თუმცა ეს ძირითადად ბილი სლეითერის (13 კაცას ცოცხალი და მოქმედი ლეგენდის "დამსახურებაა", რომელიც მის პოზიციაზე თამაშობს - ფულბეკია, ანუ #1 ცამეტკაცაში). მოდით ვიხილოთ მისი საუკეთესო მომენტები, დარწმუნებული ვარ გაოცდებით! 






Monday, December 17, 2012

The Weight of a Nation/ერის წონა

At last! Full documentary about All Blacks campaign. I've not watched it myself, so you'll read my thoughts about it after I do so... Till then - please enjoy this epic documentary!

როგორც იქნა! გამოვიდა სრული დოკუმენტური ფილმი "ოლბლექსის" შესახებ. ჯერ-ჯერობით მეთითონაც არ მინახავს, შესაბამისად ჩემ აზრ(ებ)ს ფილმის შესახებ მაგ სიკეთის ჩადენის შემდგომ გაგიზიარებთ. მანამდე - უყურეთ ამ უდაოდ საინტერესო დოკუმენტურ ფილმს!

Sunday, December 16, 2012

Fight for life/ბრძოლა სიცოცხლისათვის

"Fight for life" is annual charity boxing matches in which Union and League stars compete against each other. 
For now I want to present you three full matches: Ranger vs Bird, Hika Elliot vs Paul Gallen and Murrey vs Vatuvei. There were more boxing matches and I'll show them to you after they'll be up on youtube.

"ბრძოლა სიცოცხლისათვის" ყოველწლიური ბოქსის შეჯიბრია, რომელშიც რაგბის და ლიგის ვარსკვლავები ქველმოქმედების მიზნით ეჯიბრებიან ერთმანეთს. ამ ეტაპზე წარმოგინდენთ სამ სრულ ჩხუბს: რეინჯერი ბერდის წინააღგმდეგ, ელიოტი გალენის წინააღგმდეგ და მარი ვატუვეის წინააღგმდეგ. სხვა მატჩებსაც დავდებ ეგრევე, როგორც კი დაიდება იუთუბზე.




P.S. Heiniken Cup matches and highlights are coming soon!
P.S. ჰეინიკენის თასის სრული მატჩები და ჰაილაითები მალე დაიდება!

Wednesday, December 12, 2012

Faster than everyone?/ყველაზე სწრაფი?

He's playing rugby for less than half an year, four months or so. 23 years old Carlin Isles plays for US 7s team and may be worlds fastest Rugby player as he was competing on track to participate in Olympics. Carlin was in top 40 US Sprinters. Just check out his amazing pace and with what ease he runs past pretty fast sevens players!!!


ნახევარ წელიწადზე ნაკლები, სულ რაღაც ოთხი თვეა რაც იგი რაგბს თამაშობს. 23 წლის კარლინ აისლესი ამერიკის შეერთებული შტატების შვიდკაცა გუნდში თამაშობს და სავარაუდოდ მსოფლიოს ყველაზე სწრაფი მორაგბეა. იგი წლების მანძილზე ბილიკზე დარბოდა და ამერიკის 40 ყველაზე სწრაფ სპრინტერშიც შედის. უბრალოდ იხილეთ მისი საოცარი სისწრაფე და თუ რა ადვილად შემოურბინა (თან არაერთხელ) შვიდკაცას  არც თუ ისე ნელ მოთამაშეებს.


Bonus: SA Sevens - Seven of the best tries/ბონუსი - სამხრეთ აფრიკის შვიდკაცობის 7 საუკეთესო ლელო

Thursday, December 6, 2012

Preweekend news - League Highlights/შუაკვირის ამბები - ცამეტკაცას საუკეთესო მომენტები

As people who read, or just check out my blog must have already noticed, I always keep promises. On the very first day when blog was created I vowed that promoting Rugby League in Georgia will be one of it's main trends, so here I am with best tries of NRL season 2012. 

Believe me, you have seen nothing like this ever before, even if you are die hard Rugby Union fan. So prepare to enjoy (and not criticize) Rugby League and watch this spectacular video. 


ხალხი რომელიც კითხულობს, ან უბრალოდ ამოწმებს ჩემს ბლოგს, შეამჩნევდა რომ დანაპირებს მუდამ ვასრულებ. ბლოგის შექმნის პირველ დღეს პირობა დავდე, რომ შევეცდები პოპულარიზაცია გავუწიო ცამეტკაცა რაგბს და შესაბამისად ვდებ 2012 წლის ნაციონალური რაგბი ლიგის (ავსტრალიის ლიგა + 1 ზელანდიური გუნდი) საუკეთესო მომენტებს. 

მერწმუნეთ, ასეთი თქვენ არაფერი გინახავთ თუნდაც წლობით ადევნებდეთ რაგბს თვალს. ასე რომ მოემზადეთ და ისიამოვნეთ ცამეტკაცა რაგბით...