Thursday, November 29, 2012

Player of the year/წლის საუკეთესო მორაგბე

I am sure, you'll not be surprised if I told you that there are two NZ players in the "IRB player of the year" nominees and for sure, you'll not be surprised while hearing these names : Richie McCaw and Dan Carter. I've got nothing to say about this, everything is pretty much clear.

For the third consecutive time one of the nominees is player who graduated from JRWC - Owen Farrell. As we all know he is the son of the England backs coach. Fourth nominee is the one who in my opinion deserves title most - Frederic Michalak. He is the player who got Sharks to Super Rugby competition final, than had magnificent season with Toulouse and French national side. Mercurial fly-half (or scrum-half he can be both) is back on his top form. Share your opinions on who deserves title most.


დარწმუნებული ვარ არ გაგიკვირდებათ რომ "წლის საუკეთესო მოთამაშის ოთხი კანდიდატიდან ორი ზელანდიელია. იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ გაოცება არც მათი სახელების გაგებისას დაგეუფლებათ – რიჩი მაქქოუ და დენიელ კარტერი. ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი, ყველაფერი ნათელია.

ზედიზედ მესამედ ერთ–ერთი ნომინანტი არის რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის ყოფილი წარმომადგენელი – ოუენ ფარელი, რომელიც ინგლისის უკანახაზის მწვრთნელის შვილია. მეოთხე და ჩემი მოკრძალებული აზრით ტიტულის ღირსი მოთამაშე ფრედრიკ მიშალაკია. ადამიანი, რომელმაც "შარკსი" ზერაგბის ფინალში გაიყვანა, ახლა კი შესანიშნავ სეზონს ატარებს ტულუზაშიც და ეროვნულ გუნდშიც. გაგვიზიარეთ თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იმსახურებს ამ ტიტულს ყველაზე მეტად.

My choice/ჩემი ფავორიტი:

Rise of Polynesians/პოლინეზიელების აღზევება

As you all know Fiji defeated Georgia on Mikheil Meskhi Stadium (Vake, Tbilisi) last Saturday, but to be fair it was least important of  Polynesian performances. One week earlier Samoans (yet again) defeated  wales in Cardiff and seven days later had pretty good chance to beat France in Paris, but were unlucky as they lost 22 : 14. On the same day when Samoans went rampant in Cardiff, Tongans came pretty close to defeating Italy (lost just by 5 points 28:23), but their glory time came week later when they defeated Scotland 21:15 with mesmerizing Vainakolo try (which you'll HAVE TO WATCH later). I have to admit that try count was 2:0 in favor of Tongans on that day.

All we have to remember is that before RWC2011 Samoans have beaten Australia and during RWC2011 pool stage Tongans shocked France. With rising pro player numbers, Polynesian countries are becoming more and more scary even to giants of world rugby and they play existing brand of rugby, far more existing than any (and I mean ANY) European country. I hope pretty soon team from any of these islands will leave 6N teams in pools and go for Web-Ellis cup. With that happening, Rugby will become more fun to watch, than watching Scotland play versus Italy (No offence to these teams, but rugby they play ins't really prettiest to watch). For now, enjoy this truly amazing Tongan try that brought historic victory to this great nation.


როგორც უკვე იცით, წინა შაბათს ფიჯიმ დაამარცხა საქართველო მიხეილ მესხის სტადიონზე, მაგრამ ეს იყო უმცირესი პოლინეზიელთა გამარჯვებებიდან. ერთი კვირით ადრე სამოელებმა (უკვე მერამდენედ...) დაამარცხეს უელსელები კარდიფში, ხოლო შვიდი დღის შემდეგ კი ძალიან ახლოს მივიდნენ პარიზში ფრანგების დამარცხებასთან, თუმცა არ გაუმართლათ და მხოლოდ 8 ქულით – 22:14 დამარცხდნენ. იმ დღეს როდესაც სამოელებმა კარდიფში გაილაღეს, ტონგელებს სულ ცოტა დააკლდათ იტალიელების დაჩოქებამდე (წააგეს მხოლოდ ხუთი ქულით – 28:23), მაგრამ მათ დიდება ამ დღიდან ერთ კვირაში ელოდათ, რადგან დაამარცხეს შოტლანდია, ვაინაკოლოს საოცარი ლელოთი (რომელიც აუცილებლად უნდა განახოთ). აღსანიშნავია, რომ ლელოების რიცხვი 2:0 იყო ამ თამაშში, რა თქმა უნდა ტონგელების სასარგებლოდ.

გავიხსენოთ, რომ 2011 წლის მსოფლიო თასამდე სამოამ დაამარცხა ავსტრალია, ხოლო ჯგუფური ეტაპებისას ტონგამ საფრანგეთი შოკში ჩააგდო. იმის თქმა მინდა, რომ პროფესიონალი მორაგბეების რიცხვის ზრდასთან ერთად, პოლინესიური ქვეყნები უფრო და უფრო საშიშნი ხდებიან მსოფლიო რაგბის გიგანტებისთვისაც კი, თან ისინი თამაშობენ ბევრად უფრო ლამაზ და ყურებად რაგბს, ვიდრე ნებისმიერი (და მე ვგულისხმობ მართლაც ნებისმიერს) ევროპული ნაკრები.იმედი მაქვს საკმაოდ მალე ვიხილავთ იმას თუ როგორ ჩატოვებენ კუნძულელები ჯგუფში ექვსი ერის გუნდებს და გზას გაიკვალავენ ვებ–ელისის თასნის მოპოვებისკენ. რაგბიც უფრო სახალისო საყურებელი გახდება, ვიდრე იტალია შოტლანდიის დაპირისპირება (არ ვაყენებ შეურაცხყოფას ამ გუნდებს, თუმცა რაგბი რომელსაც ისინი თამაშობენ ნამდვილად არ გამოირჩევა სანახაობრიობით).
ახლა კი უყურეთ მშვენიერ ტონგურ ლელოს, რომელმაც ისტორიული გამარჯვება მოუტანა ამ ამაყ ერს.

 

Bonus/ბონუსი – სამოელი ჰენრი ტუილანგი, რომელიც უკვე 36 წლისაა, მართლაც პატარა ბავშვივით იშორებს ამერიკელ ვარსკვლავ ზიი ნგვენიას

Wednesday, November 28, 2012

Preweekend news - /შაბათკვირამდელი ამბები - ათიანი

Midweek is when we all miss Rugby, that's why I'll try to quench that thirst. Preweekend news is pretty rare in rugby. In fact it's not that rare, but almost always are minor news.  This time we have pretty big one, because person we're going to talk about right now is one of the most wanted fly-halves in world rugby. At least he was... Or at least he thought he was. Probably one of the biggest talents of rugby may have to live one season without playing with "odd shaped ball" at all. I think you all got who am I talking about - Quade Cooper.
For more news watch the video + there is nice gesture from, as some call him - "moneybag" Sonny Bill Williams at the end of it.
Bonus - Highlight to this amazing player.

კვირის შუაში რაგბი ყველას გვენატრება, სწორედ ამიტომ შევეცდები ეს მონატრება ცოტათი მაინც გაგიქარწყლოთ..   შუაკვირის ახალი ამბები რაგბში იშვიათობაა, უფრო სწორედ არ ისეთი იშვიათობაა, მაგრამ უმეტესად უმნიშვნელო ამბებია. გაგიკვირდებათ და ამჯერად  საინტერესო რამეს წავაწყდი, რადგან ადამიანი ვიზეც უნდა ვისაუბროთ არის მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი 10 ნომერი. უფრო სწორედ იყო... ან თავად ეგონა რომ იყო. რაგბის სავარაუდოდ ერთ–ერთი ყველაზე უფრო ნიჭიერი მოთამაშე შეიძლება მთელი წელი არ გაეკაროს რაგბის ბურთს. უკვე მიხვდებით ვიზეც ვსაუბრობ – ქუეიდ კუპერი.
დამატებით ახალი ამბებისთვის უყურეთ ვიდეოს + ვიდეოს ბოლოსკენ საკმაოდ სასიამოვნო ჟესტია სონი–ბილ ვილიამსისგან.
ბონუსი – ამ უნიჭიერესი მორაგბის ვიდეო–"ჰაილაითები".


Bonus/ბონუსი

Tuesday, November 27, 2012

All Blacks/შავები

When speaking about international rugby, first you have to speak about very best team there is - All blacks. For the time being enjoy nice highlights from their RWC2011 campaign. In new posts I'll write short history of NZ rugby and provide some other vids which you'll certainly love.

როდესაც სართაშორისო რაგბზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში საუკეთესო გუნდზე - ახალზელანდიელი "შავები" უნდა ვახსენოთ.  ამჯერად დაკმაყოფილდით მათი 2011 წლის მსოფლიო თასის საუკეთესო მომენტებით, მომავალში აუცილებლად დავწერ მათი რაგბის მოკლე ისტორიას და მოგამარაგებთ ვიდეოებით, რომლებიც აუცილებლად მოგეწონებათ.


 

Rugby League - best of/13 კაცას ნარჩევი

Sadly League isn't that popular in my homeland.
I love both - Rugby and League and will try to promote League as hard as I can.
So - watch and enjoy some nice tries !!!

სამწუხაროდ ჩვენთან 13 კაცა რაგბი დიდად პოპულარული ვერაა...
პირადად მე ორივე სპორტი მიყვარს და ვეცდები 13 კაცა თქვენც შეგაყვაროთ.
ასე რომ - იხილეთ და დატკბით მშვენიერი ლელოებით. 


Beautiful baby/ლამაზი ბავშვი

"Whatever happens to us will be positive. It's like having a baby - before you have it, you don't know what it will look like. We are hoping the baby will be beautiful." Georgia Manager Zaza Kassachvili asked whether he thought his team were in for a hammering in their opener against England in 2003. That was the year we first got on RWC and now we're far better team than we were...

So it's blog about Georgian rugby and Rugby (Union and League) in General. 
It'll have everything - news, videos, opinions, statistics, live streams, maybe even interviews with pro rugby players.


Hope you enjoy it.
Design is fairly primitive for now.

Each and every post will be written in English and Georgian. 

Enjoy nice video tribute to  "Lelos" RWC2011 campaign for now.
Credit to "GeorgianRugbyUnion" - youtube channel.



"რაც არ უნდა მოხდეს ეს დადებითი იქნება. ეს შვილის გაჩენას გავს - სანამ დაიბადება არ იცი როგორ გამოიყურება, ჩვენ იმედი გვაქვს რომ ბავშვი ლამაზი იქნება." - ასე უპასუხა 2003 წელს ბორჯღალოსნების მწვრთნელმა, როდესაც  მას ინგლისთან თამაშის მოსალოდნელ შედეგზე ჰკითხეს აზრი.  დღესდღეობით მაშინდელზე ბევრად უკეთესი გუნდი გვყავს, თუმცა "გასაკეთებელი კიდევ ბევრია"!

ესეიგი, გადავწყვიტე გავაკეთო ბლოგი ქართული რაგბის და ზოგადად რაგბის (15 თუ 13 კაცა) შესახებ. 
იმედი მაქვს მოგეწონებათ.
ბლოგზე იქნება ყველაფერი - ახალი ამბები, ვიდეოები, აზრები, სტატისტიკა, ლაივ სტრიმები, შესაძლებელია ინტერვიუებიც კი იყოს პროფესიონალ მორაგბეებთან.
ბლოგის დიზაინი პრიმიტიულია და აუცილებლად დაიხვეწება.
ყველა პოსტს დავწერ ორ ენაზე - ჩვენსაზე და ინგლისურად :)
ისიამოვნეთ ვიდეოთი, რომელშიც 2011 წლის მსოფლიო თასზე ჩვენი ბიჭების თამაშის საუკეთესო კადრებია. 
ვიდეო ეკუთვნის youtube-ს არხ  "GeorgianRugbyUnion"-ს. მადლობა მას.