Thursday, November 29, 2012

Rise of Polynesians/პოლინეზიელების აღზევება

As you all know Fiji defeated Georgia on Mikheil Meskhi Stadium (Vake, Tbilisi) last Saturday, but to be fair it was least important of  Polynesian performances. One week earlier Samoans (yet again) defeated  wales in Cardiff and seven days later had pretty good chance to beat France in Paris, but were unlucky as they lost 22 : 14. On the same day when Samoans went rampant in Cardiff, Tongans came pretty close to defeating Italy (lost just by 5 points 28:23), but their glory time came week later when they defeated Scotland 21:15 with mesmerizing Vainakolo try (which you'll HAVE TO WATCH later). I have to admit that try count was 2:0 in favor of Tongans on that day.

All we have to remember is that before RWC2011 Samoans have beaten Australia and during RWC2011 pool stage Tongans shocked France. With rising pro player numbers, Polynesian countries are becoming more and more scary even to giants of world rugby and they play existing brand of rugby, far more existing than any (and I mean ANY) European country. I hope pretty soon team from any of these islands will leave 6N teams in pools and go for Web-Ellis cup. With that happening, Rugby will become more fun to watch, than watching Scotland play versus Italy (No offence to these teams, but rugby they play ins't really prettiest to watch). For now, enjoy this truly amazing Tongan try that brought historic victory to this great nation.


როგორც უკვე იცით, წინა შაბათს ფიჯიმ დაამარცხა საქართველო მიხეილ მესხის სტადიონზე, მაგრამ ეს იყო უმცირესი პოლინეზიელთა გამარჯვებებიდან. ერთი კვირით ადრე სამოელებმა (უკვე მერამდენედ...) დაამარცხეს უელსელები კარდიფში, ხოლო შვიდი დღის შემდეგ კი ძალიან ახლოს მივიდნენ პარიზში ფრანგების დამარცხებასთან, თუმცა არ გაუმართლათ და მხოლოდ 8 ქულით – 22:14 დამარცხდნენ. იმ დღეს როდესაც სამოელებმა კარდიფში გაილაღეს, ტონგელებს სულ ცოტა დააკლდათ იტალიელების დაჩოქებამდე (წააგეს მხოლოდ ხუთი ქულით – 28:23), მაგრამ მათ დიდება ამ დღიდან ერთ კვირაში ელოდათ, რადგან დაამარცხეს შოტლანდია, ვაინაკოლოს საოცარი ლელოთი (რომელიც აუცილებლად უნდა განახოთ). აღსანიშნავია, რომ ლელოების რიცხვი 2:0 იყო ამ თამაშში, რა თქმა უნდა ტონგელების სასარგებლოდ.

გავიხსენოთ, რომ 2011 წლის მსოფლიო თასამდე სამოამ დაამარცხა ავსტრალია, ხოლო ჯგუფური ეტაპებისას ტონგამ საფრანგეთი შოკში ჩააგდო. იმის თქმა მინდა, რომ პროფესიონალი მორაგბეების რიცხვის ზრდასთან ერთად, პოლინესიური ქვეყნები უფრო და უფრო საშიშნი ხდებიან მსოფლიო რაგბის გიგანტებისთვისაც კი, თან ისინი თამაშობენ ბევრად უფრო ლამაზ და ყურებად რაგბს, ვიდრე ნებისმიერი (და მე ვგულისხმობ მართლაც ნებისმიერს) ევროპული ნაკრები.იმედი მაქვს საკმაოდ მალე ვიხილავთ იმას თუ როგორ ჩატოვებენ კუნძულელები ჯგუფში ექვსი ერის გუნდებს და გზას გაიკვალავენ ვებ–ელისის თასნის მოპოვებისკენ. რაგბიც უფრო სახალისო საყურებელი გახდება, ვიდრე იტალია შოტლანდიის დაპირისპირება (არ ვაყენებ შეურაცხყოფას ამ გუნდებს, თუმცა რაგბი რომელსაც ისინი თამაშობენ ნამდვილად არ გამოირჩევა სანახაობრიობით).
ახლა კი უყურეთ მშვენიერ ტონგურ ლელოს, რომელმაც ისტორიული გამარჯვება მოუტანა ამ ამაყ ერს.

 

Bonus/ბონუსი – სამოელი ჰენრი ტუილანგი, რომელიც უკვე 36 წლისაა, მართლაც პატარა ბავშვივით იშორებს ამერიკელ ვარსკვლავ ზიი ნგვენიას

No comments:

Post a Comment