Monday, December 24, 2012

Ben Barba/ბენ ბარბა

NRL Season is about two months away. I want you to know some of my favorite NRL players. Here comes the first one - BEN BARBA!

Some People are just born to be special and he is one of them. Born in Darwin, Australia,  June 13th of 1989 (On the day I was born, just one year earlier) he was raised as footballer and played his first game at the age of 18 in 2008, losing three of his first grade games, while scoring just one try. Some people believed it was little too early for talented kid to play first grade, as he played four games and scored just one try in 2009 too. but not for long...
In 2010 he played 21 games for his club (crap, I forgot to mention he is a BULLDOG, same club Sonny Bill Williams played for) and scored 15 tries. His true rise was in year 2011 when he was one of the leaders of the team, scoring and setting up tons of tries and creating some scintillating runs. He scored 23 tries (his best record so far) and was claimed as "The best" by quite a few. Bens performance in 2012 was equally good, leading his team into the final (and sadly, losing it) and scoring 21 tries.
It's amazing that he has yet to play State of Origin, but this is mainly because of Billy Slater (another League great, who plays on same position, #1 - fullback, you'll get to know him later). Let's watch some of the highlights from Benny. I am sure, you'll be amazed!


NRL–ის სეზონის დაწყებამდე ორიოდ თვეა დარჩენილი და მე მინდა გაგაცნოთ ჩემი ფავორიტი ცამეტკაცას მოთამაშეები.  პირველი – ბენ ბარბაა! ! !

ზოგი ადამიანი იბადება იმისათვის, რომ იყოს განსაკუთრებული – ბენი ერთ–ერთი მათგანია. დაბადებული ავსტრალიაში, ქალაქ დარვინში, 1989 წლის 13 ივნისს (ზუსტად ჩემ დაბადებისდღეზე, ოღონდ ერთი წლით გვიან) ბავშვობიდან იზრდებოდა როგორც მორაგბე. 
პირველი უმაღლესი დონის თამაში ითამაშა 18 წლის ასაკში 2008 წელს. სტარტი არც ისეთი კარგი ჰქონდა – 2008–ში სამი ითამაშა და ერთი ლელო დადო. 2009–ში ოთხი ითამაშა და ასევე ერთი ლელო დადო. ზოგი თვლიდა რომ მისთვის ადრე იყო უმაღლეს დონეზე თამაში, თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. 2010 წელს მან საკუთარი კლუბის (დამავიწყდა აღმენიშნა, რომ იგი "ბულდოგზში" თამაშობს, ზუსტად იმ გუნდში სადაც სონი ბილ ვილიამსი თამაშობდა) მაისური 21–ჯერ მოირგო და 15 ლელო დადო. 
მისი ნამდვილი აღზევება 2011 წელს მოხდა, როდესაც იგი გუნდის ერთ–ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, უამრავი ლელო შექმნა 23 თავად დადო (რაც მისი პერსონალური რეკორდია). არც თუ ისე ცოტა ადამიანი უკვე იმაზეც საუბრობდა, რომ იგი საუკეთესო იყო, საუკეთესოთა შორის. 2012 წლის სეზონი მან ანალოგიურ დონეზე ჩაატარა, "ბულდოგზის" ფინალში გასვლაში მისი ლომის წილი იყო, თუმცა სამწუხაროდ მათ ეს თამაში "შტორმთან" წააგეს.
გასაკვირია, რომ მას ჯერ–ჯერობით არ უთამაშია არც ნაკრებში და არც "სთეით ოფ ორიჯინი", თუმცა ეს ძირითადად ბილი სლეითერის (13 კაცას ცოცხალი და მოქმედი ლეგენდის "დამსახურებაა", რომელიც მის პოზიციაზე თამაშობს - ფულბეკია, ანუ #1 ცამეტკაცაში). მოდით ვიხილოთ მისი საუკეთესო მომენტები, დარწმუნებული ვარ გაოცდებით! 






No comments:

Post a Comment